ავტორი:

გია ვოლსკის თქმით, 9 აპრილის აქცია უნამუსობაა

გია ვოლსკის თქმით, 9 აპრილის აქცია უნამუსობაა

9 აპრილის აქცია არის უნამუსობა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს გამოაცხადა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც 9 აპრილს, "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ 9 აპრილი, იმ სიმბოლოდ გადააქციოს, სადაც "ნაცმოძრაობა" ლიდერობს.

"სადისტური რეჟიმის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეროვნული ღირსების თემა გათელოს ფეხქვეშ და ეროვნული მოძრაობის მანტია მოისხას. აქ ხაბეიშვილი არაფერს არ წარმოადგენს, პაიკიც არ არის. ეროვნული მოძრაობის სიმბოლო 9 აპრილი უნდათ, რომ იმ სიმბოლოდ გადააქციონ, სადაც "ნაცმოძრაობა" ლიდერობს და აქციას ატარებს. გავიხსენოთ ყველა აქცია, რომელიც ჩატარდა და ვანო მერაბიშვილის ხელით იქნა დარბეული. ადამიანები მოკვდნენ, ახალგაზრდა ადამიანები და ჯანმრთელობის დაზიანება იმდენმა მიიღო, რომ დღემდე ვერ გამოსულან იმ მდგომარეობიდან... და ეს ადამიანი ამბობს, რომ ეროვნული სიმბოლო, 9 აპრილი უნდა მოირგოს, უნდა ჩამოიცვას თავზე, თუ მოიცვას მხრებზე ეს სიმბოლო და ამ სიმბოლოთი უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს, მის ინტერესებს და სტაბილურობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.