ავტორი:

"წარმოუდგენელია, რაც ჩემს მიმართ იკადრეს. მე შეიძლება მართლა შევეწირო ამას" - რა  თქვა დათო ტურაშვილმა ტელეეთერში, რის მერეც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო?

"წარმოუდგენელია, რაც ჩემს მიმართ იკადრეს. მე შეიძლება მართლა შევეწირო ამას" - რა  თქვა დათო ტურაშვილმა ტელეეთერში, რის მერეც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო?

ამ ცოტა ხნის წინ, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მწერალი დათო ტურაშვილი ძლიერი ნერვული და სავარაუდოდ, სტენოკარდიული შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. მწერლის ქალიშვილის, ანაკო ტურაშვილის თქმით, მწერალი ინფარქტს გადარჩა, თუმცა კლინიკაში რჩება. ის ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "მე-17 სართულის“ ერთ-ერთი წამყვანია, სადაც სტუმრად დღეს მწერალი იმყოფებოდა. ემოციური გამოსვლისა და გადაცემის დასრულების შემდეგ, დათო ტურაშვილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

გთავაზობთ ტელეეთერში დათო ტურაშვილის წარმოთქმულ სიტყვას:

"ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც სიამოვნებს დღე და ღამე ვიღაცის ლანძღვა, შეურაცხყოფის მიყენებას. ლანძღავდნენ დავით კაჭარავას, ჩვენ სახელოვან მორაგბეს, რომელიც დიდ ხანს თამაშობდა რაგბის, მერე გახდა პარლამენტის წევრი, არ მომეწონა, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი, ეს მისი არჩევანია, რამეს როგორ ვაკადრებდი. სოციალურ ქსელს საშინელი უარყოფითი თვისებები აქვს, შეიძლება ადამიანს პოპულარული გახდეს გინებით. დაუჯერებელია, რომ ხელისუფლებას აქვს სპეციალური განყოფილება ტროლების. წარმოუდგენელია, რაც ჩემს მიმართ იკადრეს. მე შეიძლება მართლა შევეწირო ამას, მე ვიცი ჩემი თავის ამბავი. ხალხს ფულს უხდიან, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, დაესიონ ლანძღონ და მოკლან. ქეთი დუმბაძემ მომწერა, რომ გულს გაუფრთხილდიო, მაგრამ მან ისიც უნდა იცოდეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში რომ არის და ხელისუფლებას ადამიანების გასალანძღი სამსახური რომ აქვს , იმათ მოსთხოვოს პასუხი. შეიძლება ყაველაშვილმა გენოციდი რომ მომიწყო, არც ჰქონია ბოროტი განზრახვა და ვერც მიხვდა როგორ გამოიყენეს. მომიქსიეს ეს ნაძირალები რომ მოვკვდე. ჯერ კიდევ ადრე, ვიდეო ფაბრიკაცია დაამზადეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა, ვითომ მე დავდივარ ავტომატით და ხალხს ვხოცავ. სკოლის ასაკში ჯაყვა არ მქონია, ერთადერთხელ მქონდა კისტის თოფი და სოფელში მეზობლის ბავშვებმა დამცინეს და ჩიტს ვესროლე. კვირა არ გავა, რომ ის ჩიტი არ დამესიზმროს. სამი დღეა ამაზე ვფიქრობ, რომ რა დავაშავე და სიყვარულის გარდა არაფერი დამიშავებია. მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან... რუსები რომ შემოვიდნენ პირველი ვინც დახოცეს მწერლები. იცით, ტიციან ტაბიძე რა ბრალდებით დაახვრიტეს? საფრანგეთის აგენტობას აბრალებდნენ..."

იხილეთ ასევე: