ავტორი:

"ბარძაყის ძვალზე ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება" - როგორია მსოფლიო ჩემპიონის, ალექსანდრე წივწივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ავარიაში მოყვა

"ბარძაყის ძვალზე ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება" - როგორია მსოფლიო ჩემპიონის, ალექსანდრე წივწივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ავარიაში მოყვა

მსოფლიოს ორ გზის ჩემპიონი კანოე სპრინტში, 19 წლის ალექსანდრე წივწივაძე ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სპორტსმენის ჯანმრთელობას და კარიერას საფრთხე არ ემუქრება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გვსურს მოკლედ მოგაწოდოთ ზუსტი და სწორი ინფორმაცია ჩვენი ჩემპიონის ალექსანდრე წივწივაძის ავტო საგზაო შემთხვევათასთან დაკავშირებით! სამწუხაროდ, ალექსანდრე ნამდვილად მოყვა ავარიაში, მაგარამ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება! ბარძაყის ძვალზე ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება, ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, ექიმების პროგნოზებიდდან გამომდინარე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ მის ჯანმრთელობას და კარიერას საფრთხე არ ემუქრება, რამდენიმე კვირაში ალექსანდრე შეძლებს დაუბრუნდეს მისთვის ჩვეულ დღის წესრიგს! დიდი მადლობა ექიმებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ალექსანდრეს ამხნევებს, მალე გამოჯანმრთელება, ჩემპიონო!" - ვკითხულობთ ფედერაციის მიიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ: