ავტორი:

"ვუყურებდით და ვგულშემტკივრობდით აქედან... თქვენ ეს დაიმსახურეთ" - ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს

"ვუყურებდით და ვგულშემტკივრობდით აქედან... თქვენ ეს დაიმსახურეთ" - ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი ბორჯღალოსნებს გამარჯვებას ულოცავს

ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი ქართული რაგბისა და ბორჯღალოსნების გულშემატკივარია. ისინი ქართველების ყველა მნიშვნელოვან გამარჯვებას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხმიანებიან.

რა თქმა უნდა, არც "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მოგება დაუტოვებიათ უყურადღებოდ.

"ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას. შთამბეჭდავი მატჩი, შთამბეჭდავი გამარჯვება. შაბათ-კვირის საუკეთესო თამაში. ჩვენ ვუყურებდით და ვგულშემატკივრობდით აქედან, აშშ-ს ჯორჯიიდან. იზეიმეთ ხმამაღლა, ამაყად, თქვენ ეს დაიმსახურეთ", - წერს ჯორჯიის რაგბის კავშირი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის გუნდი 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამერიკელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს. ამიტომაც, ჯორჯიის შტატის გუნდმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უქომაგოს.