ავტორი:

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების ტრიუმფი მსოფლიო თასზე - ქართველები ჩემპიონები გახდნენ და ოქროს მედალი მოიპოვეს (ფოტოები)

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების ტრიუმფი მსოფლიო თასზე - ქართველები ჩემპიონები გახდნენ და ოქროს მედალი მოიპოვეს (ფოტოები)

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ჩვენმა ნაკრებმა, ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, გუნდურ შეჯიბრში, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

აღნიშნულ ტურნირზე მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან ასპარეზობისას, საქართველოს ნაკრებმა, ნახევარფინალისთვის ბრძოლა უნგრეთს მოუგო ანგარიშით 45:40,

ფინალში გასასვლელად 45:23 დაამარცხა ტაილანდის გუნდი, ფინალურ ასპარეზობაში პოლონეთის ნაკრებთან 45:30 მოგებით გამარჯვება მოიპოვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.