ავტორი:

უმძიმესი ავარია კახეთში - ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი 7 წლის შვილის მდგომარეობა მძიმეა

უმძიმესი ავარია კახეთში - ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი 7 წლის შვილის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ქალის 7 წლის შვილის მდგომარეობა კი მძიმეა. შემთხვევა, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

საპირისპიროდ მოძრავ მსუბუქ მანქანას, სადაც ერთი ოჯახის წევრები, მათ შორის, ცოლ- ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მიღებული დაზიანებებით კი 7 წლის ბავშვი და მეუღლე გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.