ავტორი:

"კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს" - რას წერს ირაკლი კობახიძე?

"კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს" - რას წერს ირაკლი კობახიძე?

კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო "ფეიკებით" გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება“.

"ბიზნესის რეკეტით, ჯარის გაძარცვითა და საერთაშორისო თაღლითობით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რომელიც საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს”, - წერს კობახიძე.

ცნობისთვის, "ფორმულას" ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ასობით პოლიციელის თანხლებით დადის და მის ოჯახს სახელმწიფო მანქანა ემსახურება. ტელეკომპანიის სიუჟეტში ნათქვამი იყო ასევე, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის შვილი პარლამენტის საშვიანი მანქანით გადაადგილდება.