ავტორი:

ბანკს რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს სამართლებრივი დავა აქვს, UBS-ი ყიდულობს - რა ხდება Credit Suisse-ის გარშემო

ბანკს რომელთანაც ბიძინა ივანიშვილს სამართლებრივი დავა აქვს, UBS-ი ყიდულობს - რა ხდება Credit Suisse-ის გარშემო

მღელვარე შაბათ-კვირისა და მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც სათავეში შვეიცარიელი მარეგულირებლები ედგნენ, UBS-ი Credit Suisse-ის 3.25 მილიარდ დოლარად შეძენას დათანხმდა. მოლაპარაკებების მიზანი ქვეყნის საბანკო სისტემის დაცვა და კრიზისის გლობალურ მარკეტებზე გავრცელებისგან თავის დაზღვევაა.

ქვეყნის ეროვნული ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა გადაუდებელი დახმარებისთვის - 54 მილიარდი დოლარი - საკმარისი არ აღმოჩნდა Credit Suisse-ის აქციების ღირებულების მკვეთრი ვარდნის შესაჩერებლად, რაც კალიფორნიული Silicon Valley Bank-ის უეცარმა კოლაფსმა განაპირობა.

ეს კომბინაცია ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ბანკს შექმნის. UBS-ის ბალანსზე აქტივების საერთო ღირებულება 1.1 ტრილიონ დოლარამდეა, Credit Suisse-ის კი 575 მილიარდი დოლარი.

Credit Suisse-ის თავმჯდომარის, ალექს ლემანის თქმით, "ესაა ისტორიული მომენტი, სევდიანი და გამოწვევებით სავსე დღე შვეიცარიისათვის და გლობალური საფინანსო სისტემისთვის"... წაიკითხეთ ვრცლად.