ავტორი:

"გუშინ გონება დაკარგა... ცუდად არის" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"გუშინ გონება დაკარგა... ცუდად არის" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ცუდად არის და გუშინ გონება დაკარგა. ამის შესახებ მან კლინიკა „ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ცუდად არის ადამიანი, გუშინ გონება დაკარგა“, - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება საქართველოში პოლონელი ექიმების ჩამოსვლას, გიული ალასანია აცხადებს, რომ მათ ჩამოსვლაზე არაფერი იცის.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან დღეს პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფი შეუშვან.