ავტორი:

ლურჯი ოკეანის კვირეული  -  20-30%-იანი ფასდაკლება სერიის ყველა წიგნზე

ლურჯი ოკეანის კვირეული  -  20-30%-იანი ფასდაკლება სერიის ყველა წიგნზე

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, წარმატების ბიბლიოთეკის წიგნებზე 20-30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. აქციით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 27 მარტამდე, სერიის ყველა წიგნზე, როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში.

„ლურჯი ოკეანე“ უკვე მე-8 წელია, მკითხველს მსოფლიო ბიზნესლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშებს ქართულ ენაზე სთავაზობს. გამოცდილი ლიდერების, ფსიქოლოგების, ეკონომისტების, მწერლებისა თუ პოლიტიკოსების მიერ შექმნილი პროფესიული ლიტერატურა მკითხველს საშუალებას აძლევს, ცოდნა გაიღრმაოს სხვადასხვა სფეროში და უფრო ფართო ჭრილში და კრეატიულად შეხედოს სხვადასხვა საგანსა თუ მოვლენას.

პროექტის ფარგლებში გამოიცა ისეთი მსოფლიო ბესტსელერები, როგორიცაა მორგან ჰაუზელის „ფულის ფსიქოლოგია“, გაი კავასაკის „იდეიდან პირველ მილიონამდე“, საიმონ სინეკის „პირველად იყო რატომ“, მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“, მიშელ ობამას „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ და სხვა.

აღნიშნული წიგნების შეძენას მკითხველი ფასდაკლებით შეძლებს. „ლურჯი ოკეანის“ ბიზნესლიტერატურის გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3n84dpu

იკითხე „ლურჯი ოკეანე“, იმოგზაურეთ საკუთარი (ქვე)ცნობიერის სიღრმეებში და იპოვეთ პასუხი კითხვაზე „რატომ“?

R