ავტორი:

"ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე - ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს შემოერთებაზე, თბილისისთვის კარი ღია რჩება" - ლავროვი

"ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე - ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს შემოერთებაზე, თბილისისთვის კარი ღია რჩება" - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც თბილისისთვის კარი ღია რჩება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს 3+3 ფორმატის ძირის გამოთხრაზე.

"ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში [3+3] შემოერთებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღია რჩება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე", - განაცხადა ლავროვმა ორშაბათს პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ.