ავტორი:

მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს

მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს

მწერალი დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი სოფო ხუნწარია ავრცელებს.

"დათო გაწერეს, უკეთ არის და დიდი მადლობა დათოს და მე-17 სართულის გულშემატკივრებს." - წერს სოფო ხუნწარია.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მწერლის მეუღლემ ambebi.ge -ს განუცხადა, სტაბილურია. "კარგად არ არის, მაგრამ გუშინდელთან შედარებით უკეთ არის“ - გვითხრა მაკა კეკელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მწერალი დათო ტურაშვილი გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს. ის ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "მე-17 სართულს“ სტუმრობდა, სადაც ემოციური გამოსვლის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. როგორც თავად მწერალმა ეთერში განაცხადა, აგენტების კანონის გაპროტესტების შემდეგ, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ტროლების ქარხანა აამოქმედა, მათ კიდევ ერთხელ გაავრცელეს "ნაციონალური მოძრაობის" დროს შექმნილი ფაბრიკაცია, რომელშიც თითქოს ავტომატით ჩანს...