ავტორი:

"ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ - მჯერა, რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას" - სი ძინპინი პუტინს

"ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ - მჯერა, რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას" - სი ძინპინი პუტინს

ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ , - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვედრისას განუცხადა.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი „დიდად აფასებს“ ჩინეთ-რუსეთის კავშირებს, მისივე განცხადებით, ორივე ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს მათი განვითარების მიზნების განსახორციელებლად.

"მართალია, რომ ჩვენი ქვეყნები იზიარებენ იგივე, ან მსგავს მიზნებს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

როგორც ჩინეთს ლიდერმა რუს კოლეგას განუცხადა, მოხარულია იმით, რომ რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ ეწვია.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მოწვევით შემიძლია კვლავ ვესტუმრო რუსეთს“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

ამასთან, სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პუტინის მტკიცე ხელმძღვანელობით.

"მე ვიცი, რომ მომავალ წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობით. მჯერა, რომ რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას", - დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა.