ავტორი:

"ჩვენს ქვეყანაში დღეს ყველაზე ძლიერი ქართული რბილი ძალაა... გაიარეთ მოსკოვში ნახევარი საათით და 30 ქართულ რესტორანს ნახავთ " - მარგარიტა სიმონიანი

"ჩვენს ქვეყანაში დღეს ყველაზე ძლიერი ქართული რბილი ძალაა... გაიარეთ მოსკოვში ნახევარი საათით და 30 ქართულ რესტორანს ნახავთ " - მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა რუსული ახრის სატელევიზიო ეთერში საქართველოსა და ქართველების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, რუსეთში ახლა ყველაზე ძლიერი ე.წ ქართული რბილი ძალაა.

"ჩვენს ქვეყანაში დღეს ყველაზე ძლიერი ქართული რბილი ძალაა. გაიარეთ მოსკოვში ნახევარი საათით და 30 ქართულ რესტორანს ნახავთ. სოჭის სანაპიროზე ოთხი კარგი რესტორანია და იქედან სამი ქართულია. ჩვენ გვიყვარს ქართველები, გვიყვარს ეს კულტურა, დანელია, კინემატოგრაფია, ყველა ეს სიმღერა. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი თავს ცუდად გრძნობდნენ. მაგრამ თუ ისინი მოაწყდებიან სოხუმს, მოგვიწევს მკაცრად ვიმოქმდოთ, ისეთი ნაზები არ ვიქნებით, როგორც 2008-ში ვიყავით" - განაცხადა სიმონიანმა და დასძინა "ადრეც დავწერე და განვმეორდები, აღფრთოვანებული ვარ, საქართველოს მთავრობის ფრთხილი პოლიტიკით რუსეთთან მიმართებაში".