ავტორი:

ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს - რას აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში?

ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს - რას აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ჯანკოიში რუსული "კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მაშინ გაანადგურეს, როდესაც ოკუპანტები მათ სარკინიგზო ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.

"იდუმალი "ბავოვნა“ აგრძელებს რუსეთის დემილიტარიზაციის პროცესს და ამზადებს უკრაინის ნახევარკუნძულს, ყირიმს დეოკუპაციისთვის“, - აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში განმარტავენ, რომ საუბარია რაკეტებზე, რომლებიც განკუთვნილია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გაშვებისთვის. ასეთი იარაღის განადგურების დიაპაზონი 2500 ათას კილომეტრზე მეტია სახმელეთო სამიზნეებისთვის და 375 კილომეტრზე მეტი - საზღვაო სამიზნეებისთვის.

მანამდე, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯანკოიში აფეთქებების ხმა ისმოდა.