ავტორი:

"მოვუწოდებთ პრეზიდენტ სი ძინპინს, მოახდინოს ზეწოლა პუტინზე" - თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს

"მოვუწოდებთ პრეზიდენტ სი ძინპინს, მოახდინოს ზეწოლა პუტინზე" - თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს

თეთრი სახლი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოუწოდებს, გამოიყენოს მოსკოვში ვიზიტი და უთხრას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

"მოვუწოდებთ პრეზიდენტ სი ძინპინს, მოახდინოს ზეწოლა პრეზიდენტ პუტინზე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო და ჩინეთის მეზობლები, რა თქმა უნდა, ყურადღებით დააკვირდებიან", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ის, ვიზიტის ფარგლებში, უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.