ავტორი:

წინწყაროს საჯარო სკოლისა და მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის სასწავლო და ტექნოლოგიურ ბაზებზე მოსწავლეებმა ვორქშოფში მიიღეს მონაწილეობა

წინწყაროს საჯარო სკოლისა და მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის სასწავლო და ტექნოლოგიურ ბაზებზე მოსწავლეებმა ვორქშოფში მიიღეს მონაწილეობა

წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიმდინარე წლის 9-14 მარტს საგაზაფხულო არდადეგების დროს მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფში, რომელიც გაიმართა წინწყაროს საჯარო სკოლასა და მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტში. აღნიშნული პროექტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ "მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით’’ გრანტის ფარგლებში.

აღნიშნული ვორქშოფი სახელწოდებით "სკოლის მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი - თეორიული ცოდნიდან პრაქტიკულ გამოყენებამდე’’ (SCR-22-119) ეხებოდა სკოლის მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ხასიათის აქტივობების ორგანიზებას სსიპ წინწყაროს საჯარო სკოლისა და სსიპ მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის სასწავლო და ტექნოლოგიურ ბაზებზე შესაბამისად. პროექტში უშუალოდ განიხილებოდა მზის ელემენტების თეორიული საკითხები და მისი პრაქტიკული დამზადება მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტში. სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს თეორიულ საკითხები და გამართეს პრეზენტაცია სკოლაში, ხოლო უშუალოდ მზის ელემენტების დამზადების ტექნოლოგია ნახეს ინსტიტუტში.

აღნიშნული ვორქშოფი მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო სკოლის მოსწავლეებისათვის საკლასო ოთახში მოსმენილი თეორიული საკითხები დაეკავშირებინათ ექსპერიმენტის შედეგებთან და ამ შედეგებიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაემყარებინათ თეორიული ცოდნა, გაეღრმავებინათ ინტერესი ახალ-ახალი კველევებისა და მომავალში შესაძლო ახალი აღმოჩენებისადმი. გარდა თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა, ამ პროექტის ფარგლებში მოხდა სხადასხვა დისციპლენების თანაკვეთა, როგორებიცაა ფიზიკა და ქიმია, უცხო ენები, ინჟინერია და ტექნოლოგიები, ანუ პროექტი ითვალისწინებდა STEM (Science, Technology, Engineering and Mathematics) პროგრამით სწავლებასაც. ინსტიტუტში ტექნოლოგიური პროცესების თანმიმდევრობა მოითხოვდა პრაქტიკული ქიმიის გამოყენებას, მიღებული ხელსაწყოს - მზის ელემენტის კონსტრუქციულ და ტოპოლოგიურ გათვლებს და საერთო ჯამში ამით ვორქშოფმა შეიძინა ინტერდისციპლინარულ ხასიათი. ვორქშოფის თემა იყო მზის ლემენტების შექმნა და გამოყენება. პირველი დღე მიეძღვნა მოსწავლეების მიერ სკოლაში პრეზენტაციის გამართვას თეორიული საკითხების ირგვლივ, ხოლო 4 დღე ვორქშოფი გაიმართა თბილისში, მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტში. მოსწავლეებმა ამ ოთხი დღის განმავლობაში ნახეს და უშულაოდ მონაწილეობა მიიღეს იმ ტექნოლოგიურ პროცესებში, რომლებიც ნაჩვენები იქნა მათთვის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებისა და ინჟინრების მიერ. დაათვალიერეს ინსტიტუტის სამეცნიერო ლაბორატორიები და მისი ტექნიკური ბაზა. მოსწავლეთათვის მოეწყო პრეზენტაცია ინსტიტუტში დამუშავებული ტექნოლოგიების, მიმდინარე პროექტებისა და მიღწევების შესახებ. ნახეს ინსტიტუტში დამზადებული ელექტრული და ოპტიკური ხელსაწყოები.

ყოველი დღის ბოლოს მოსწავლეთათვის მოეწყო ექსკურსია სხვა კვლევით ინსტიტუტებში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტებში მათ დაათვალიერეს განსხვავებული ლაბორატორიები და გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას. ვორქშოფის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები ვორქშოფში მონაწილეობის შესახებ.

R