ავტორი:

დღის ფოტო - პრეზიდენტმა საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

დღის ფოტო - პრეზიდენტმა საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სურს, რომ ეს დღე განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად იქცეს.

"ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ამ დღეს ზეიმობს. ვულოცავ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ ჩვენს თანამემამულეებსა და ჩვენს ყველა სტუმარს, ვინც დღეს გაზაფხულის შემოსვლას აღნიშნავს.

ახალი წლისა და ახალი მოსავლის ზეიმს ვულოცავ ასევე, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს, თურქეთსა თუ ირანში, ყაზახეთსა თუ თურქმენეთში და მთელ მსოფლიოში.

ვისურვებდი, რომ ეს დღე იქცეს ახალ საწყისად, ახალი სიცოცხლის წყაროდ, განახლებული ენერგიისა და დამშვიდებული ურთიერთობების მომტანად”, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.