ავტორი:

"TV პირველის" ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ანდღულაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

"TV პირველის" ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ანდღულაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

TV პირველის ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ანდღულაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამის შესახებ ambebi.ge-ს ნატო გოგელიამ აცნობა.

ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა "ალტ-ინფოს" წევრი 17 მარტს დააკავა.

"2023 წლის 15 მარტს, ტელეკომპანია "TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის რაიონში, სოფელ ბახვში ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.ა.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წაართვა მობილური ტელეფონი და დაუზიანა. აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა, კერძოდ ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი." - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.