ავტორი:

კაფელი და მეტლახი: საუკეთესო არჩევანი თქვენი სახლისთვის

კაფელი და მეტლახი: საუკეთესო არჩევანი თქვენი სახლისთვის

კაფელი და მეტლახი ადამიანების ცნობიერებასა და ყოველდღიურობაში უკვე მრავალი ასწლეულია საპატიო ადგილს იკავებს. მიუხედავად მათი ანტიკური წარმომავლობისა, კერამიკული ფილები დღემდე ერთ-ერთი პოპულარული არჩევანია, როცა საქმე იატაკისა და კედლების მოპირკეთებას ეხება. მას შემდეგ, რაც კაფელი და მეტლახი ვიზუალურ და სტილისტურ მრავალფეროვნებაში გადაეშვა, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მათი გამოყენების არეალი გაცდა სამზარეულოსა და სააბაზანოს. უალხესი ტექსტურები და ვიზუალები ხშირადაა წარმოდგენილი თანამედროვე სამყოფ ოთახში, სასადილო ოთახში ან, თუნდაც საძინებელშიც კი.

კერამიკული ფილები

კერამიკული ფილები რამდენიმე ნედლეულის კომბინაციით ღუმელში გამოწვის შედეგად მზადდება. ყველაზე ხშირად, კერამიკული ფილის შექმნისას გამოიყენება თიხა, მინდვრის შპატი, ქვიშა და ქარსი. კერამიკული ფილები ღუმელში გამოწვის შედეგად სრულად თავისუფლდებიან ტენიანობისაგან და ქმნიან მყარ, გამძლე და ძლიერი სტრუქტურის მქონე მასალას. დღეს, სხვადასხვა დიზაინისა და ვიზუალის მქონე კერამიკული ფილები ხელმისაწვდომია თითქმის ყველა სამომხმარებლო ბაზარზე. ფილების მრავალფეროვნება განაპირობებს იმასაც, რომ კერამიკული ფილა გამოიყენება როგორც იატაკზე (მეტლახი), ასევე კედელზეც (კაფელი).

კერამიკული ფილა საშუალებას გვაძლევს მას დეკორატიული დატვირთვაც მივანიჭოთ. თანამედროვე დიზაინ მიმართულებებში ხშირად შეხვდებით კერამიკული ფილებით გაფორმებულ კედლებს, სადაც 3D დიზაინის ფილები, რომელბიც ხშირად, სხვადასხვა ფერის, ფორმისა და სტრუქტურისაა, ქმნიან საკმაოდ ელეგანტურ და დახვეწილ ვიზუალურ სტილს. ზოგიერთი ადამიანისთვის, კერამიკული ფილის ინტერიერის დიზაინში შეტანა, როგორც დეკორაციის, მარტივი გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს სამყოფ სივრცეში ზედმეტი აქსესუარებისა და ნივთების შეტანა.

კედლის ფილა (კაფელი)

კაფელი, ანუ კედლის ფილა ყველაზე ხშირად გამოიყენება ისეთ ადგილებში, რომელიც სავარაუდოა, რომ დაისვრება ცხიმით ან სხვა ისეთი ნივთიერებით, რომელიც სველ წმენდას მოითხოვს და შესაბამისად, საჭიროებს მასალას, რომელიც წყალგამძლეა და ამასთან ერთად, მარტივადაც იწმინდება. სხვა მასალებისაგან განსხვავებით, კაფელი ამტანია ბევრი ისეთი სამწმენდი საშუალების მიმართ, რომლის გამოყენებაც ქვასა და სხვა ბუნებრივ მასალებს აზიანებს. ამიტომაც, მისი მოვლა განსაკუთრებით მარტივია და არ საჭიროებს საწმენდი ხსნარების განსაკუთრებულ შერჩევას.

გარდა ამისა, კაფელი საუკეთესო არჩევანია ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ოდენობით ტენიანობაა. მაგალითად, სააბაზანო და სამზარეულო. დღევანდელი კერამიკურლი ფილები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, კარგად უძლებს დროს, არ იცვითება მზის სხივებთან ურთიერთქმედებით და რაც მთავარია, არ კარგავს პირვანდელ ბრწყინვალებას.

რომ შევაჯამოთ, კაფელის დადებითი თვისებებია:

  • მარტივი წმენდა;
  • გამძლეობა მაღალი ტენიანობის მიმართ;
  • მაღალი რეზისტანტულობა UV სხივების მიმართ;
  • მრავალფეროვანი დიზაინი.
  • ზომების ფართო არჩევანი

იატაკის ფილა (მეტლახი)

მეტლახი გასაკუთრებით ხშირად გამოიყენება ისეთ ადგილებში, რომელსაც ხშირად უწევს წმენდა სისუფთავის შესანარჩუნებლად. მაგალითად, დღეს მეტლახი ოფისებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების განუყოფელი ნაწილი გახდა, ვინაიდან მისი სველი წმენდა და პირვანდელ იერსახემდე მიყვანა ძალიან მარტივია და თანაც, ცვეთისა და დანაკარგის გარეშე. სწორედ ამიტომ, მეტლახი ოპტიმალური არჩევანია დიდი ოჯახებისთვის, სადაც ხშირი მიმოსვლაა და შესაბამისად, დიდი შანსია გარედან შემოტანილი ჭუჭყისა და მტვერის დაგროვების.

გარდა ამისა, მეტლახი ანუ იატაკის ფილა სამზარეულოსა და სააბაზანოსთან ერთად, უკვე ისეთ ადგილებშიც ხშირად გვხვდება, როგორიცაა საძინებელი. თანამედროვე არქიტექტურაში ხშირად მოწონებულმა იატაკის გათბობამ მეტლახს საშუალება მისცა გასცდენოდა მაღალი ტენიანობის მქონე ადგილებს და სახლის ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილი სხვადასხვა სივრცეში გამხადარიყო. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მეტლახი ძალიან მარტივად თბება. იატაკის ფილების მრავალფეროვანი არჩევანი კი იმდენად დიდია, რომ უკვე შესაძლებელია ხის იატაკთან იმდენად მიახლოებული ფილების არჩევა, რომ ხისა და კერამიკის გარჩევა თითქმის შეუძლებელი ხდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, მეტლახის დადებითი თვისებებია:

  • მარტივი წმენდა;
  • გამძლეობა;
  • წყლისა და ტენიანობის მაღალი ამტანობა;
  • კარგი მოჭიდება, რაც ადამიანს დასრიალებისაგან იცავს;
  • მრავალფეროვანი არჩევანი.

კერამიკული ფილები თქვენი სახლისთვის

როგორც ხედავთ, კერამიკული ფილები ძალიან მრავალმხრივი თვისებებისა და გამოყენების მასალებია. მათთვის, ვინც ახალი სახლი შეიძინა, ან უბრალოდ ძველი გარემონტებას ფიქრობს, კაფელი და მეტლახი ის მასალებია, რომლებიც ადამიანების ცხოვრებასაც ამარტივებს და ამასთანავე, ინტერიერის დიზაინში კარგად განაწილებისას დახვეწილ ტონებს მატებს ჩვენს ყოვედლღიურობას. როცა საქმე კერამიკულ ფილებს ეხება, საუკეთესო შედეგის მიღწევა მხოლოდ ხარისხიანი მასალების შეძენითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, "გალერეა დემასი" ესპანური მაღალი ხარისხისა და პრემიუმ ხაზის ბრენდების ნაწარმს გთავაზობთ. დემასის შოურუმში მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან შეხვდებით, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა Mykonos, Halcon, Fabresa და სხვა . კოლექციის გაცნობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ მაღაზიაში სტუმრობით, ასევე კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც.

R