ავტორი:

"7 წლის წინ რაღაც მომხდარა და ახლა გაახსენდა? უნდა მჯეროდეს ამ გოგოსი?" - მამუკა მდინარაძე შალვა რამიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

"7 წლის წინ რაღაც მომხდარა და ახლა გაახსენდა? უნდა მჯეროდეს ამ გოგოსი?" - მამუკა მდინარაძე შალვა რამიშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძის თქმით, შალვა რამიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა.

"7 წლის წინ რაღაც მომხდარა თურმე და ახლა გაახსენდა? თქვენ დამშვიდდით და ნუ ღელავთ, ნუ მაწყვეტინებთ საუბარს. უნდა მჯეროდეს ამ გოგოსი აუცილებლად? თვალებს რომ დაქაჩავთ შევშინდები, თუ რა მოხდება?!" - მიმართა მან "მთავარი არხის" ჟურნალისტს თემაზე დასმული კითხვის კომენტირებისას.

POSTV- ის ხელმძღვანელსა და წამყვანს შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ისევ ადანაშაულებენ, ამჯერად, ჟურნალისტები - გვანცა ბუდაღაშვილი და მაკო ჯაბუა. ისინი წლების წინ მომხდარ ფაქტებს იხსენებენ.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: