ავტორი:

პაკისტანსა და ავღანეთში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მინიმუმ 9 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანსა და ავღანეთში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მინიმუმ 9 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანსა და ავღანეთში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი - დაშავდა.

ამ დროისთვის, გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ პაკისტანი ავრცელებს. კერძოდ, ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის სხვადასხვა რაიონში სახურავების ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, ათობით პირი კი - დაშავდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთში, მთიან ჰინდუქუშის რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც პაკისტანსა და ტაჯიკეთს ესაზღვრება. მიწისძვრის ბიძგები ტაჯიკეთშიც იგრძნობოდა.