ავტორი:

"ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა სურს" - იენს სტოლტენბერგი

"ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა სურს" - იენს სტოლტენბერგი

"ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დემოკრატიულად განვითარებული ქვეყანა სურს", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, უკან წაიღოს კანონპროექტი უცხოური აგენტებისა და გავლენის შესახებ, რადგან ეს შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან.

ამიტომ მივესალმები, რომ ინიციატივა გაუქმდა და პარლამენტმა კანონპროექტი არ მიიღო. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე. რა თქმა უნდა, ნატო საქართველოს მთავრობასთან ერთად ასევე მუშაობს ამ რეფორმებზე - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციის წინააღმდეგ და ა.შ.

ნატო აგრძელებს პარტნიორობას ამ მიმართულებებით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.