ავტორი:

ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კარიერის პარალელურად აკადემიური ხარისხიც მიიღეს

ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კარიერის პარალელურად აკადემიური ხარისხიც მიიღეს

მსოფლიოს არაერთი უნიჭიერესი მსახიობი და მომღერალი ჰყავს. ხშირად გვსმენია ისტორიები ვარსკვლავების შესახებ - როგორ დატოვეს სკოლა, უნივერსიტეტი, თავი დაანებეს სწავლას და თავი საყვარელ საქმეს მიუძღვნეს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც სხვადასხვა პროფესიაში ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხიც კი აქვთ.

ვნახოთ, ვის რა მიღწევა აქვს და ვინ არიან ჰოლივუდის ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავები:

  • ემა უოტსონი

2014 წელს "ჰარი პოტერის“ მსახიობმა ბრაუნის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურისმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით, ის ოქსფორდის უნივერსიტეტშიც სწავლობდა. 2011 წელს ემა გაეროს ქალთა კეთილი ნების ელჩი გახდა და ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა ქალთა უფლებებზე. მან HeForShe კამპანიის წამოწყებაშიც შეიტანა წვლილი და იბრძვის გენდერული თანასწორობისთვის.

  • ჯეიმს ფრანკო

ფრანკომ UCLA-ს სასწავლებელი დაამთავრა, მოგვიანებით ნიუ იორკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, NYU-ში ჩაირიცხა და კინოგადაღება ისწავლა. ჯეიმს ფრანკო კოლუმბიის უნივერსიტეტში და ბრუკლინის კოლეჯში სწავლობდა და შემდეგ უორენ უილსონის კოლეჯში პოეზიის პროგრამასაც შეუერთდა. თუმცა ფრანკოს სწავლის წყურვილი აქ არ მთავრდება. მოგვიანებით, ის იელის უნივერსიტეტში ლიტერატურას ეუფლებოდა.

  • მეგან მარკლი

სამეფო ოჯახის წევრი, მეგან მარკლი თეატრმცოდნეობასა და საერთაშორისო კვლევებს სწავლობდა Northwestern-ის უნივერსიტეტში და ბაკალავრის ხარისხიც აქვს მიღებული.

  • სინდი კროუფორდი

სინდი, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, Northwestern -ის უნივერსიტეტში ქიმიურ ინჟინერიას სწავლობდა. მან თავისი პირველი სამოდელო კონტრაქტით მიღებული შემოსავალი უნივერსიტეტში ჩასარიცხად გამოიყენა, თუმცა საბოლოოდ, მაინც მოუწია სწავლის მიტოვება, რათა სამოდელო კარიერისთვის დაეთმო დრო.

პირველი სამოდელო სამუშაოდან სულ რაღაც 1 წელში კი ის ჟურნალ "ვოგის“ ფურცლებზე მოხვდა და მოგვიანებით საუკეთესო მოდელების ექვსეულშიც დასახელდა.

  • ჯონ ლეჯენდი

მომღერალმა Georgetown-ის, Morehouse-ის კოლეჯის და Harvard-ის დაფინანსებები მიიღო, თუმცა მან საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ესწავლა, სადაც ის აფრო-ამერიკულ ლიტერატურას სწავლობდა. სანამ მუსიკოსი გახდებოდა, ჯონი ბოსტონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონსულტაციო ფირმაში მუშაობდა.

  • ნატალი პორტმანი

ნატალიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში სწავლობდა. პროფესორები, რომლებიც ნატალის ასწავლიდნენ, აღნიშნავენ, რომ ის განსაკუთრებული სტუდენტი იყო. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ნატალის სამეცნიერო ნამუშევრები უკვე ორჯერ დაბეჭდეს სამეცნიერო გამოცემებში.

  • ჯოდი ფოსტერი

ჯოდიმ კითხვა 3 წლამდე ასაკში თავისით ისწავლა. ის ბავშვობიდან სამსახიობო კარიერას მისდევდა, თუმცა პარალელურად ლოს-ანჯელესის Lycée Français-ში სწავლობდა. მოგვიანებით, იელის უნივერსიტეტში ლიტერატურას სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ მსახიობობას დაუბრუნდა.

  • ევა ლონგორია

მსახიობობამდე და პროდიუსერობამდე, ლონგორია კინეზიოლოგიას (ადამიანის სხეულის მოძრაობის შესწავლის მეცნიერება) სწავლობდა ტეხასის უნივერსიტეტში. მოგვიანებით, კარიერული წინსვლის შემდეგ, ის დაუბრუნდა სწავლას და მაგისტრატურაზე ჩიკანოს (მექსიკელ-ამერიკელი ხალხი) კულტურის შესწავლა დაიწყო ნორთრიჯის უნივერსიტეტში.

  • ალიშა ქის

ალიშა ფორტეპიანოზე დაკვრას 7 წლის ასაკში დაეუფლა და მანჰეტენის ხელოვნების სკოლაში დაიწყო სწავლა, 14 წლის ასაკში უკვე საკუთარ სიმღერებს წერდა და 16 წლისამ საუკეთესო ნიშნებით დაამთავრა ხელოვნების სკოლა. მან კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებაც მოიპოვა, თუმცა ამომავალ ვარსკვლავს 4 კვირაში მოუწია თავის დანებება, რათა კარიერისთვის მიეხედა. მან ხმის ჩამწერ კომპანია Columbia Records-თან თანამშრომლობას 15 წლისამ მოაწერა ხელი.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა