ავტორი:

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - რა ვერსიები ვრცელდება მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების თაობაზე

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - რა ვერსიები ვრცელდება მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების თაობაზე

მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც "ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობა აღენიშნება.

"დილით, მეზობელმა კორპუსში კვამლის სუნი იგრძნო. გამოუძახებია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მე არ მინახავს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ სხეული დამწვარი აქვს", - აცხადებს ადგილობრივი.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ჯერ მოკლეს, შემდეგ ლიფტის შახტაში ჩააგდეს და კვალის დაფარვის მიზნით კაბინას ცეცხლი წაუკიდეს.

წინასწარი ვერსიით, გარდაცვლილს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.