ავტორი:

"სამი ადამიანი ამოვიცანი ნიღბების უკან - ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი - ბიძინა, ირაკლი და ირაკლი, გიცანით სამივე!" - გიორგი ვაშაძე

"სამი ადამიანი ამოვიცანი ნიღბების უკან - ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი - ბიძინა, ირაკლი და ირაკლი, გიცანით სამივე!" - გიორგი ვაშაძე

როგორი ყალბებიც არიან "ქართულ ოცნებაში“, ისეთი ყალბია ეს აქცია. სამი ადამიანი ამოვიცანი ნიღბების უკან - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, - ამის შესახებ ბიზნეს ცენტრ "ტერმინალთან“ გამართულ აქციასთან დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რეალურად მარტო არიან დარჩენილი და ყალბი აქციების გარდა სხვა პერსპექტივა არ აქვთ.

"ნიღბების უკან ეს ადამიანები [ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი] იდგნენ და ასე ემალებიან ისინი ხალხს. ასეთი ყალბი გარემო აქვთ შექმნილი თავისთვის მაგალითად, "ფეისბუქში“. ასეთი ყალბი ანგარიშებით უკომენტარებენ ერთმანეთს და "ულაიქებენ“. შეგიძლიათ გადახვიდეთ მაგალითად, მათ "პოსტებზე“ და ნახავთ, რომ 80-90% არის ყალბი. ხანდახან ვიეტნამელებს იხმარენ ხოლმე, ხან ფილიპინელებს, ხან ინდონეზიელებს. რეალურად მარტო არიან დარჩენილი და ყალბი აქციების მეტი სხვა პერსპექტივა ამ ხალხს არ აქვს. ეს სიყალბე უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში და ევროკავშირისკენ უნდა წავიდეთ. ბიძინა, ირაკლი, ირაკლი - გიცანით სამივე, რა!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ბიზნეს ცენტრ "ტერმინალთან“, სადაც სამი ოპოზიციური პარტიის - "სტრატეგია აღმაშენებლის“, "გირჩი - მეტი თავისუფლების“ და "დროას“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს, აქცია გაიმართა. ახალგაზრდებს სახეზე გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის გამოსახულებიანი ნიღბები ეკეთათ და აცხადებდნენ, რომ ისინი ე.წ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.