ავტორი:

"რუსები ზაპოროჟიეს უტევენ. საცხოვრებელი კორპუსები და ხორტიციას კუნძული მტრის ცეცხლის ქვეშაა“ - რა ხდება უკრაინაში

"რუსები ზაპოროჟიეს უტევენ. საცხოვრებელი კორპუსები და ხორტიციას კუნძული მტრის ცეცხლის ქვეშაა“ - რა ხდება უკრაინაში

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიესა და ხერსონში აფეთქებების ხმა გაისმა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ზაპოროჟიე თავდასხმის ქვეშაა.

"რუსები ზაპოროჟიეს უტევენ. საცხოვრებელი კორპუსები და ხორტიციას კუნძული მტრის ცეცხლის ქვეშაა“, - აღნიშნა ერმაკმა.

აფეთქებებთან დაკავშირებით, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, ზაპოროჟიე უკრაინის ერთ-ერთი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონია, რომლის ანექსიაც რუსეთმა გასულ წელს მოახდინა.