ავტორი:

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.