ავტორი:

"ჩემი ოცნებები განადგურდა" - ჟიზელ ბიუნდჰენი ქმართან დაშორების მიზეზებზე პირველად ალაპარაკდა

"ჩემი ოცნებები განადგურდა" - ჟიზელ ბიუნდჰენი ქმართან დაშორების მიზეზებზე პირველად ალაპარაკდა

მოდელმა ჟიზელ ბიუნდჰენმა ტომ ბრიდისთან განქორწინების შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა. სუპერმოდელის თქმით, ურთიერთობასთან ერთად, მისი ოცნებაც განადგურდა.

ბრაზილიელი სუპერმოდელი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს გასული წლის ოქტომბერში, 13-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. "რთულია, რადგან გგონია, რომ შენი ცხოვრება გარკვეული გზით წარიმართება, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო.. ხომ ხვდებით?!",- ამბობს მოდელი ჟურნალ Vanity Fair-თან.

"ის, რაც ითქვა, არის ბევრად უფრო დიდი თავსატეხის ნაწილი. ეს ყველაფერი არც ისე შავ-თეთრია",- თქვა ჟიზელმა ტომის ფეხბურთში დაბრუნებისა და მათი ამ საკითხზე მოურიგებლობის შესახებ.

"ყოველთვის ვგულშემატკივრობდი მას და სამუდამოდ ასე გავაგრძელებდი. თუ სამყაროში ვინმეს ბედნიერება მსურს, ეს ტომია, დამიჯერეთ. მინდა, რომ ყველა მისი ოცნება ახდეს,"- ამბობს სუპერმოდელი.

წყვილი 2006 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს, 2009 წელს კი დაქორწინდნენ და ორი შვილი ჰყავთ. მათ გარდა, ტომს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს ყოფილი პარტნიორისგან, ბრიჯიტ მოინაჰანისგან.

ბიუნდჰენმა განქორწინების რეალური მიზეზი გაამხილა და თქვა, რომ "დროის გასვლასთან ერთად, ერთმანეთს დაშორდნენ და ისე ახლოს აღარ იყვნენ, როგორც ადრე":

"როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, მე 26 წლის ვიყავი და ის 29-ის, ოჯახის შექმნა გვსურდა, გვინდოდა ყველაფერი ერთად გვეკეთებინა. რაც დრო გადის, ვხვდებით, რომ სხვადასხვა რამ გვსურდა და ახლა არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ გიყვარს", - ამბობს მოდელი.

ბიუნდჰენმა ისიც თქვა, რომ ბრედთან გატარებული ცხოვრების წლებს არ ნანობს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა