ავტორი:

"ხვიჩა და ნიცა დაინიშნნენ..." - როდის გეგმავს წყვილი ქორწილს: ბადრი კვარაცხელიას პირველი კომენტარი შვილის ბედნიერებაზე

"ხვიჩა და ნიცა დაინიშნნენ..." - როდის გეგმავს წყვილი ქორწილს: ბადრი კვარაცხელიას პირველი კომენტარი შვილის ბედნიერებაზე

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ამის მიზეზი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჩასატარებელი შეხვედრებია. პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო თბილისის ბაზაზე მზადებას აგრძელებს და ბათუმში 24 მარტს გაემგზავრება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა და 22 მარტიდან გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში.

ბოლო დროს ქართველი ვარსკვლავის გულშემატკივრებს არ გამორჩენიათ, რომ "კვარა" ფოტოებში საქორწინო ბეჭდით ჩნდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ ხვიჩა და ნიცა დაინიშნნენ და მალე ქორწილსაც გეგმავენ.

AMBEBI.GE ხვიჩას მამას, ბადრი კვარაცხელიას დაუკავშირდა:

- დიახ, ვადასტურებ რომ დაინიშნა. გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ქორწილს, ჯვრისწერას, რაც შეეხება, ალბათ, სეზონის დამთავრების შემდეგ იქნება. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება ერთ დღეში, ერთ თვეში გადაწყვიტონ. პატარები აღარ არიან და გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ, ჩვენ კი მივესალმებით... მადლობას გიხდით ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის.

ნახეთ ასევე: