ავტორი:

მეცნიერებმა ბეთჰოვენის ჯანმრთელობის პრობლემებზე უცნობ დეტალებს მიაკვლიეს - მათ ანალიზი კომპოზიტორის თმის დნმ-ს ჩაუტარეს: რა წერია ახალ კვლევაში?

მეცნიერებმა ბეთჰოვენის ჯანმრთელობის პრობლემებზე უცნობ დეტალებს მიაკვლიეს - მათ ანალიზი კომპოზიტორის თმის დნმ-ს ჩაუტარეს: რა წერია ახალ კვლევაში?

ახალმა კვლევამ თითქმის 200 წლის წინ გარდაცვლილი გერმანელი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ უცნობი დეტალები გამოავლინა. ეს თავსატეხი ბეთჰოვენის თმის 5-მა ღერმა ამოხსნა. თმას დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა, რამაც დაადგინა, რომ გენიოსი კომპოზიტორის ცეროზით სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ალკოჰოლური სასმელის ქრონიკული მიღება იყო, რამაც მისი ღვიძლის მუშაობა შეაჩერა.

მკვლევარებმა ბეთჰოვენის სიკვდილისთვის სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიც აღმოაჩინეს, რომლებიც ღვიძლის დაავადებისადმი გენეტიკურ მიდრეკილებასაც მოიცავდა. მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ ხელოვანს B ჰეპატიტის ვირუსი ჰქონდა.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და გერმანიის ბონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს გენეტიკოსმა, აქსელ შმიდტმა Associated Press-თან ისაუბრა:

  • "ბეთჰოვენის შემთხვევაში, მის შემოქმედებით სამუშაოს ზოგჯერ დაავადებები ზღუდავდა. ექიმებისთვის ყოველთვის გაურკვეველი რჩებოდა, რა იყო სინამდვილეში ამის უკან."

კვლევაზე მუშაობა მეცნიერებმა 2015 წელს დაიწყეს: "ადამიანების უმეტესობა, ვინც გენეტიკურ ტესტს ინტერესისთვის აკეთებს, აღმოაჩენს, რომ მას გაურკვეველი არაფერი სჭირდა და პასუხები არ აკვირვებთ, მაგრამ ამ კვლევით ჩვენ ყველა მხრიდან გასაოცარი შედეგები მივიღეთ: დაავადების რისკებიდან ოჯახურ ხემდე. 8 წლიანი კვლევის შემდეგ ეს ძალიან ამაღელვებელი იყო",- ამბობს ტრისტან ბეგი, კვლევის მთავარი ავტორი.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ბეთჰოვენის დაყრუება არ იყო გენეტიკური მიზეზებით გამოწვეული და აღმოაჩინეს, რომ არც მისი მუცლის ტკივილების მიზეზს ჰქონია რაიმე გენეტიკური მარკერები. მეტაგენომიურმა ანალიზებმა ასევე აჩვენა, რომ ბეთჰოვენს სიკვდილამდე სულ მცირე რამდენიმე თვით ადრე B ჰეპატიტის ვირუსის ინფექცია ჰქონდა.

წყარო: aljazeera

მოამზადა: ანა სიბოშვილმა