ავტორი:

როგორია ვითარება საფრანგეთში, სადაც საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ფოტოები)

როგორია ვითარება საფრანგეთში, სადაც საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ფოტოები)

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, საფრანგეთის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა, აქედან 119 000 - დედაქალაქ პარიზში.

პოლიციამ დედაქალაქში დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 ადამიანი დააკავა.

ხუთშაბათს საღამოს, სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ბორდოში მერიის შენობის შესასვლელთან ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ იყო პასუხისმგებელი ხანძრის გამო, რომელიც მეხანძრეებმა სწრაფად ჩააქრეს.

პარიზში, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, შეტაკება მოხდა სამართალდამცავებსა და ნიღბიანი ადამიანების ჯგუფს შორის, რომლებმაც ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, გაანადგურეს სხვადასხვა ავეჯი და თავდასხმა განახორციელეს „მაკდონალდსის“ რესტორანზე. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და 33 ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია კანონმდებლობამ, რომელიც საპენსიო ასაკის ორი წლით, 62-დან 64 წამდე გაზრდას ითვალისწინებს.