ავტორი:

რუსეთი საქართველოში ღვინის რუსული სერთიფიკატის გამცემი ლაბორატორიის გახსნას გეგმავს - "უკვე მუშავდება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა"

რუსეთი საქართველოში ღვინის რუსული სერთიფიკატის გამცემი ლაბორატორიის გახსნას გეგმავს - "უკვე მუშავდება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა"

რუსეთი საქართველოში რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინოების სერტიფიცირების ლაბორატორიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

"უკვე მუშავდება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა, იქმნება ექსპერტთა ჯგუფი ქართული ღვინის ქარხნების სერტიფიცირებისთვის და საქართველოში რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინოების სერტიფიცირების სპეციალიზებული ლაბორატორიის შესაქმნელად, რაც პერსონალის ტრეინინგის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული ღვინოების მეორადი სერტიფიცირების გაუქმების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მეორე ინიციატივა არის "რუსეთში კონიაკის სპირტის იმ სიიდან ამოღების საკითხი, რომელიც აკრძალულია საქართველოდან რუსეთში იმპორტისთვის“. წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge