ავტორი:

"რუსულ ოცნებას“, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ხალხის, აქციების და პროტესტის ეშინია" - ლევან ხაბეიშვილი

"რუსულ ოცნებას“, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ხალხის, აქციების და პროტესტის ეშინია" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაყოს და ერთმანეთს დააპირისპიროს. როგორც ის "ფეისბუქის“ გვერდზე წერს, "რუსული ოცნების“ მოკლევადიანი ინტერესია, 9 აპრილს დაგეგმილი "ნაციონალური მოძრაობის“ აქცია როგორმე დააზიანოს და "გააშავოს“.

"ივანიშვილი და "რუსული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს. ახლა ყველა, რუსული, მოღალატეობრივი პარტიის წინააღმდეგ უნდა ხარჯავდეს დროსა და ენერგიას. ყველა, ვინც ცდილობს თემის გადაფარვას- გადატანას, "რუსული ოცნების“ ნაცვლად, პრობლემების სხვაგან ძებნას, ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი არის. ჩვენს ხალხს ჩვენი სახელმწიფოს ბედი აინტერესებს, ხალხს საკუთარი შვილების მომავალი, ახალგაზრდებს ნორმალურ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება და ჩვენ, საჯარო პოლიტიკაში მყოფები, ვალდებულნი ვართ ვემსახუროთ ხალხს, მათ ინტერესებს.

რუსული პროპაგანდა "რუსული ოცნების“ მოკლევადიანი ინტერესია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქცია, 9 აპრილს 17:00 საათზე, როგორმე დააზიანოს, გააშავოს. ცდილობს, როგორმე დაქსაქსოს და დააპირისპიროს საზოგადოება, ჩვენ კი საპირისპირო უნდა გავაკეთოთ.

პირადი წყენები, დამოკიდებულებები, ამბიციები უნდა გადავდოთ და მოვემსახუროთ მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.

ახლა, ყველამ უნდა ვცადოთ გავზარდოთ წნეხი ივანიშვილსა და მის რუსულ ხელისუფლებაზე. ვისაც, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ყველა ასეთ პროცესს.

არცერთ წამს არ დავკარგავ უაზრო პოლემიკაში, კამათში, ივანიშვილის ბინძურ თამაშებში.

ვხვდები ხალხს, ვესაუბრები, ვისმენ, ვუზიარებ და ვრწმუნდები, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი მომავლისთვის“, -წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.