ავტორი:

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია "ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფრაქცია "ქართული ოცნების" ხუთი დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი დღესვე, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

სადეპუტატო უფლებამოსილება უმრავლესობის დეპუტატებს: ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილსა და გიორგი ამილახვარს უწყდებათ.

კოვზანაძე პარლამენტიდან პირადი განცხადებით მიდის. დანარჩენი ოთხი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველი კი მათ მიერ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება გახდა.

უფრო კონკრეტულად, როგორც საკომიტეტო განხილვისას ითქვა, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მრჩეველი იქნება. რაც შეეხება გიორგი ამილახვარს, როგორც ცნობილია, ის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დაინიშნა.