ავტორი:

"დეპუტატები დაისაჯნენ იმის გამო, რომ რუსულ კანონს ხმა არ მისცეს" - თამარ კორძაია უმრავლესობის წევრების მიერ მანდატების დატოვებაზე

"დეპუტატები დაისაჯნენ იმის გამო, რომ რუსულ კანონს ხმა არ მისცეს" - თამარ კორძაია უმრავლესობის წევრების მიერ მანდატების დატოვებაზე

"სად წავიდნენ, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა - ისინი დაისაჯნენ იმის გამო, რომ ხმა არ მისცეს რუსულ კანონს", - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია გიორგი ხელაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად, ხოლო ნინო იობაშვილისა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას პრემიერის გუნდში მრჩევლებად დანიშვნას და მათ მიერ მანდატების დატოვებას.

"ისინი სად წავიდნენ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია ის, რომ მათ ჰქონდათ თავისუფალი პოლიტიკური ტრიბუნა, თავისუფალი საუბრის შესაძლებლობა და სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღეს, მოუწიათ პარლამენტის დატოვება, ეს არის "ქართული ოცნების" მიერ იძულებით, ძალადობრივად მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ისინი დაისაჯნენ იმის გამო, რომ ხმა არ მისცეს რუსულ კანონს”, - განაცხადა კორძაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა დეკანოიძის განცხადებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მისი თანამშრომლობა სრულდება" და აღნიშნა, რომ დეკანოიძეს წარმატებას უსურვებს და მისი პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, გასაგებია.

"ხატია სადაც იყო, ყველგან ეფექტური იყო და დარწმუნებული ვარ, სადაც წავა და ამ პარლამენტშიც, ის იქნება ისეთივე ეფექტური და მებრძოლი, როგორიც იყო. სამწუხაროა, რომ პარტიასთან შეთანხმება ვერ შედგა, ბოიკოტთან დაკავშირებით მისი პოზიცია ჩემთვის გასაგებია”, - აღნიშნა კორძაიამ.