ავტორი:

"ჩამოსვლამდე 9 დღით ადრე უგულავა ეპატიჟებოდა, ჩამოდი ოდისევსო, გაგისუფთავეთ გზა ბოკერიასგანო" - რას წერს ჩერგოლეიშვილი?

"ჩამოსვლამდე 9 დღით ადრე უგულავა ეპატიჟებოდა, ჩამოდი ოდისევსო, გაგისუფთავეთ გზა ბოკერიასგანო" - რას წერს ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებზე წერს და იმ ხალხს მიმართავს, ვინც ექსპრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლას ურჩევდა:

"ჩამოსვლამდე 9 დღით ადრე! უგულავა ეპატიჟებოდა, ჩამოდი ოდისევსო, გაგისუფთავეთ გზა ბოკერიასგანო. მართლა მაინტერესებს, აი ის ხალხი, ვინც ამ ტრაგიკულად ჩაფლავებული პროექტის enabler- ია, ტელევიზორიდან კიდევ რა უფლებით და ნამუსით იმოძღვრება?

ან საერთოდ, პოლიტიკაში რატომ რჩება?იმიტომ რომ მედიაც მათი პატრონების სამსახურშია და პასუხს არავინ სთხოვს? იმიტომ რომ ხალხი ყველას ბრიყვი ჰგონია, რომელსაც სალაფავი უნდა აჭამო?" - წერს ჩერგოლეიშვილი.