ავტორი:

ასლან ბჟანიამ სერგეი ლავროვი "აფხაზეთის უმაღლესი ორდენით“ დააჯილდოვა

ასლან ბჟანიამ სერგეი ლავროვი "აფხაზეთის უმაღლესი ორდენით“ დააჯილდოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი "აფხაზეთის უმაღლესი ორდენით“ – "ახძ-აფშას“ ("ღირსება და დიდება") პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

"აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებასა და აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის, სერგეი ლავროვი "ახძ-აფშას“ I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდეს“, - აღნიშნულია ბჟანიას ე.წ. განკარგულებაში.

ცნობისათვის, "ღირსებისა და დიდების 1-ლი ხარისხის ორდენით“ სხვადასხვა წლებში დაჯილდოებული არიან: ვლადისლავ არძინბა, ედუარდ კოკოითი, დანიელ ორტეგა, უგო ჩავესი, ბაშარ ალ-ასადი, ვლადიმერ პუტინი, სერგეი შოიგუ და დიმიტრი მედვედევი.