ავტორი:

"ყველაფერი ვარდისფერი არ არის, გვყავს აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულები, რომ რომელიმე ქვეყანას ევროკავშირის წევრობა უნდა" - ბერბოკი

"ყველაფერი ვარდისფერი არ არის, გვყავს აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულები, რომ რომელიმე ქვეყანას ევროკავშირის წევრობა უნდა" - ბერბოკი

ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის. თქვენ ეს ბევრად უკეთ იცით. არიან აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულები იმით, რომ რომელიმე ქვეყანას ევროპის კავშირის წევრობა უნდა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც სახელმწიფოები რუსეთის სამეზობლოში ღიად საუბრობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთი ამას ტაშს არ უკრავდა, არ იყო ამით აღფრთოვანებული.

"როგორც საქართველოს მეგობარი, მე მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რაც რთულია მხარდასაჭერად. მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგიხარდება. იმ შემთხვევაში, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება, მაშინაც უნდა მოხდეს ეს.

ევროკავშირი, საქართველო და გერმანია ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო ევროკავშირამდე მივიდეს. გზა ევროპის კავშირისკენ ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას. ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის.

თქვენ ეს ბევრად უკეთ იცით. არიან აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულები იმით, რომ რომელიმე ქვეყანას ევროპის კავშირის წევრობა უნდა. არამხოლოდ რუსული აგრესიული ომი უკრაინაზე, არამედ მანამდე განვლილი წლები, როდესაც სახელმწიფოები რუსეთის სამეზობლოში ღიად საუბრობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთი ამას ტაშს არ უკრავდა, არ იყო ამით აღფრთოვანებული. ეს მარტივი გზა არ არის, აუცილებელია რეფორმების განხორციელება" - აღნიშნა მინისტრმა.

ნახეთ ასევე: