ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილი, ის ბრძენი კაცი, მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ... ამას ცუდად დაგიმახსოვრებთ" - რომან გოცირიძე პრემიერს

"ბიძინა ივანიშვილი, ის ბრძენი კაცი, მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ... ამას ცუდად დაგიმახსოვრებთ" - რომან გოცირიძე პრემიერს

ამ გამოსვლის მთელი შინაარსი იყო ის, რომ თურმე ჩვენ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვართ, ატომური თავდასხმები გველის და თურმე ამაში დამნაშავე უკრაინაა, - ასე შეაფასა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა.

რომან გოცირიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი სულელურ პროპაგანდისტულ მესიჯებს იგონებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციას ომი უნდა.

მისივე თქმით, ეს გამოსვლა შარშანდელი გამოსვლისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ მე-19 წუთზე ახსენა.

"ბატონო ირაკლი, ეტყობა, კანცელარიაში სხვა უჯრა გახსენით და სხვა მასალები წამოიღეთ. თავიდან ბოლომდე შარშანდელი მოხსენება წაიკითხეთ, არავითარი ცვლილება. ეს ხომ მოსმენილი გვქონდა? ერთადერთი სხვაობა იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, ის ბრძენი კაცი, მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ. ამას ცუდად დაგიმახსოვრებთ, ასე რომ, შეგიძლიათ გამოასწოროთ და მისი წვლილი კიდევ რამდენჯერმე ახსენოთ. ამ გამოსვლის მთელი შინაარსი იყო ის, რომ თურმე ჩვენ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვართ, ატომური თავდასხმები გველის და თურმე ამაში დამნაშავე უკრაინაა.

მოგვიყევით, როგორ განადგურდა უკრაინა, რამდენი პროცენტია ოკუპირებული, როგორ ინგრევა ინფრასტრუქტურა და თქვენი ქვეტექსტი იყო ის, რომ უკრაინა დამნაშავეა, ვინაიდან, მან რუსეთს არ დაუთმო. სად არის ნახსენები რუსეთი, როგორც აგრესორი? სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგაა გაერთიანებული. რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა? ნუთუ, ნახევარი საათის განმავლობაში, ომში მყოფი ქვეყნისადმი სოლიდარობის სიტყვა არ წამოგცდათ.

სულელურ პროპაგანდისტულ მესიჯებს იგონებთ - „ოპოზიციას ომი უნდა“, „სააკაშვილი ომის დასაწყებად ჩამოვიდა, ყველას აქეზებს, რომ ომი დაიწყონ“. ომს თუ ვიღაც იწყებს, გამარჯვება ხომ უნდა? ომისთვის ტერიტორიების დასაბრუნებლად ემზადებიან თუ პირიქით, რუსეთის აგენტები არიან და უნდათ, რომ რუსეთი შემოვიდეს და დაგვიპყრონ. მიზეზი გვითხარით?“, - მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერს.

ნახეთ ასევე: