Biletebi.ge-ს ცნობით, ცნობილი ხელოვნებათმცოდნისა და მუსიკოსის მიხეილ კაზინიკის წარმოდგენა, რომელიც თბილისში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მისი გამოსვლა გრიბოედოვის სახელობის თეატრში 18 აპრილს იყო დაგეგმილი.
მიზეზი ისაა, რომ კაზინიკს დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ.
“ღონისძიება გაუქმებულია. არტისტს დარღვეული ჰქონდა კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
კომპანია ერთგულია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის.
მადლობას გიხდით, ინფორმაციის მოწოდებისთვის, ძალა ერთობაშია,” -ნათქვამია Biletebi.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კაზინიკი 2017 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში იმყოფებოდა, სადაც კონცერტ-ლექცია გამართა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ის თბილისში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, მაშინ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია.