ავტორი:

ჩხუბი პარლამენტში -  დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს ფეხი მოუქნია (ვიდეო)

ჩხუბი პარლამენტში -  დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს ფეხი მოუქნია (ვიდეო)

პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.

დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. აღსანიშნავია, რომ ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.

მანამდე, პლენარულ სესიაზე პრემიერის შემაჯამებელი სიტყვის დროს, სანიკიძესა და ღარიბაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებამოხდა.

"მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი, როგორ გაიყიდა, როგორც მიეყიდა სააკაშვილს. ასი ათას დოლარად გაყიდული არის ეს კაცი, რომ იცოდეთ თქვენ ყველამ", - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, რის შემდეგაც დეპუტატმა შეიგინა.

"შე ნაძირალა", - გამოეხმაურა სანიკიძეს პრემიერ-მინისტრი და დეპუტატს მიმართა: "შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა კაცო. სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ. გუბაზ სანიკიძისნაირი მორალატეები ვერასდროს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები".

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 24 მარტს, ინტერპელაციის წესით დაიბარეს პარლამენტში, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: