ავტორი:

"ვგმობთ გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას" - "ნაციონალური მოძრაობა“

"ვგმობთ გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას" - "ნაციონალური მოძრაობა“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, - ამის შესახებ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს შემთხვევა "რუსული ოცნების“ ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილია.

"დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მოღალატე, შეშინებული, ძალადობრივი რუსული ოცნების სახე.

რუსულ ოცნებას არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს შემთხვევა არის რუსული ოცნების ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი.

რუსული ოცნება დგას მხოლოდ ღია ძალადობაზე, რომელსაც ლეგიტიმაცია სრულად აქვს დაკარგული.

7-10 მარტის მოვლენებმა კარგად აჩვენა ვის აქვს რეალური ძალა ამ ქვეყანაში.

ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია, ძალა ქართველ ხალხშია.

გამოვიდეთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ, 17:00 საათზე!

ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას, ვუთხრათ არა რუსულ რეპრესიებს !

გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.

დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.

დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.