ავტორი:

ლეგენდარული Pink Floyd-ის გიტარისტის შთამბეჭდავი ქონება: მანქანების კოლექცია და ანტიკვარული თვითმფრინავები - რაში ხარჯავს დევიდ გილმორი მილიონებს?

ლეგენდარული Pink Floyd-ის გიტარისტის შთამბეჭდავი ქონება: მანქანების კოლექცია და ანტიკვარული თვითმფრინავები  - რაში ხარჯავს დევიდ გილმორი მილიონებს?

ლეგენდარული Pink Floyd-ის გიტარისტი, დევიდ გილმორი, ბოლო წლებში სოლო კარიერით ახარებს ერთგულ მსმენელს. მუსიკოსმა უკვე ოთხი სოლო ალბომი გამოუშვა, რომლებმაც არანაკლები წარმატება მოიტანეს. გილმორს მიენიჭა Ivor Novello Lifetime Contribution Award-ის პრემია, ხოლო 2008 წელს Q Awards-ზე ის მუსიკაში შეტანილი წვილილისთვის დაჯილდოვდა.

გილმორის ქონება ამ ეტაპზე 140 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მან წარმატებული მუსიკალური კარიერით დააგროვა.

დევიდი ფლობს კომპანიებს David Gilmour Music და David Gilmour Overseas, რომლებმაც 1988 წლიდან 1999 წლამდე შუალედში მუსიკოსს 36 მლნ დოლარი მოუტანეს. 2009-2010 წლებში ორივე კომპანიას 5,7 მლნ დოლარი წმინდა აქტივები ჰქონდა.

ვარსკვლავს აქვს რამდენიმე გამორჩეული გატაცება/საქმიანობა, სადაც თავის დაგროვილ ქონებას სიამოვნებით ხარჯავს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • მუსიკალური კარიერა

Billboard-ის მიხედვით, "პინკ ფლოიდის“ ჰიტების უმეტესობა როჯერ უოტერსმა და დევიდ გილმორმა დაწერეს. რადიო/სტრიმინგ სპექტაკლების, ციფრული ჩამოტვირთვისა და მუსიკის სინქრონიზაციის შედეგად მიღებული ჰონორარი ყოველწლიურად 10,5 მლნ დოლარს შეადგენს.

  • მანქანების კოლექცია

დევიდის ავტოკოლექციას უიშვიათესი, 1988 წლის კლასიკური Ferrari F40 ამშვენებს, რომლის ფასიც 400 000 დოლარს შეადგენს. Autoweek-ის თანახმად, იშვიათი საკოლექციო ავტომობილი აუქციონზე 2017 წლის 30 ივნისს გაიყიდა.

  • გიტარების აუქციონი

Rolling Stones-ის თანახმად, გილმორის საკულტო Black Strat გიტარა Christie-ს აუქციონზე დაახლოებით 5,7 მილიონ დოლარად გაიყიდა და გახდა ყველაზე ძვირად ღირებული გიტარა აუქციონზე.

  • ეგზოტიკური არდადეგები

გილმორისა და მისი ოჯახის დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია საბერძნეთი. იქ მათ არცთუ იშვიათად შეხვდებით.

  • ბიზნეს საწარმოები

დევიდმა ინვესტიცია ჩადო Intrepid Aviation- ში, კომპანიაში, რომელიც სპეციალიზირებულია ანტიკვარული თვითმფრინავების შეგროვებაში. თავდაპირველად, ის ჰობით დაიწყო და სერიოზულ სამუზეუმო ბიზნესსაწარმოდ იქცა. გააგრძელეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები