ავტორი:

"შენს გარეშე ჩემი ცხოვრება საშინლად მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა..." - გიორგი ვაშაძე მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

"შენს გარეშე ჩემი ცხოვრება საშინლად მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა..." - გიორგი ვაშაძე მეუღლეს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

"სტრატეგია აღამშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე მეუღლეს ქეთი სიჭინავს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს.

"შენს გარეშე ჩემი ცხოვრება საშინლად მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა!

ალბათ არ არსებობს დედამიწაზე შენნაირი რთული ქალი, მაგრამ ისეთი ტკბილი ხარ, მზად ვარ სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლო შენი სიყვარულისთვის!

გილოცავ, ძვირფასო, დაბადების დღეს", - წერს ვაშაძე.

ცნობისთვის, წყვილმა 2010 წელს იქორწინა და სამი შვილი ჰყავთ - 7 წლის ანასტასია, 9 წლის - დაჩი და 11 წლის - მიშიკო.

წაიკითხეთ ასევე: