ავტორი:

პუტინის დაკავება ახლა სომხეთშიც შესაძლებელი იქნება - მედია

პუტინის დაკავება ახლა სომხეთშიც შესაძლებელი იქნება - მედია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავება ახლა სომხეთშიც არის შესაძლებელი. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება.

"დღეს, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები კონსტიტუციურად ცნო. ადრე ეს ვალდებულებები რატიფიცირებული იყო ქვეყნის პარლამენტის მიერ, რაც ახლა მათ დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას ნიშნავს.

შესაბამისად, ახლა, სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა შესაძლოა, დააკავონ ჰააგის სასამართლოს მიერ 17 მარტს გაცემული დაკავების ორდერთან დაკავშირებით", - წერს BBC-ის რუსული სამსახური.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა, უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მათი როლის გამო.