ავტორი:

"ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს" - ბორელი

"ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს" - ბორელი

ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, რუსეთთან თანამშრომლობაში ჩინეთი „წითელ ხაზებს“ არ კვეთს, ხოლო მათ „უსაზღვრო მეგობრობას” საზღვრები გააჩნია. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა მიესალმებოდეს პეკინის მიერ აგრესორი ქვეყნისთვის იარაღის გადაცემაზე უარს და მოსკოვისგან პეკინის დისტანცირების ნებისმიერ მცდელობებს.

„ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს”, - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, მშვიდობის შესახებ ჩინეთის წინადადებები იმაზე მეტყველებს, რომ მას არ სურს ბოლომდე გახდეს მოსკოვის მოკავშირე. ბორელის აზრით, ჩინეთს კოორდინატორის როლი სურს და არა შუამავლის.