ავტორი:

რა ვითარებაა ბახმუტში, სადაც ყველაზე დიდი ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ინფორმაციას ავრცელებს

რა ვითარებაა ბახმუტში, სადაც ყველაზე დიდი ბრძოლები მიმდინარეობს - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ინფორმაციას ავრცელებს

ბახმუტში ვითარების სტაბილიზებას ვახერხებთ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ტონი რადაკინთან გამართული საუბრის შემდეგ „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

"მქონდა სატელეფონო საუბარი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ადმირალ ტონი რადაკინთან. ჩემს კოლეგას ფრონტის მთელ ხაზზე არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ ვაცნობე. ის ყველაზე მძიმეა ბახმუტის მიმართულებით. თავდაცვის ძალების უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, ვახერხებთ ვითარების სტაბილიზებას.

ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები. თანამშრომლობის განვითარებაზე და კონტაქტის შენარჩუნებაზე შევთანხმდით. მადლობელი ვარ ადმირალ რადაკინის მხარდაჭერისთვის. პარტნიორების დახმარების წყალობით, ჩვენ ვძლებთ და აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას!” - წერს ზალუჟნი.