ავტორი:

ვრცელდება კადრები აღმაშენებლის ხეივნიდან, სადაც სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

ვრცელდება კადრები აღმაშენებლის ხეივნიდან, სადაც სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.

რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ვიდეო - "ჩემი ქალაქი მკლავს"