ავტორი:

საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთის გუნდი გაანადგურა - მეორე ტაიმში გოლი გოლზე გადიოდა: ანგარიში 6:1 დამთავრდა

საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთის გუნდი გაანადგურა - მეორე ტაიმში გოლი გოლზე გადიოდა: ანგარიში 6:1 დამთავრდა

ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა. "ჯვაროსნების" მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა.

შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში სანიოლმა ორი ცვლილება განახორციელა: გიორგი ლორია ლუკა გუგეშაშვილმა შეცვალა, ნიკა კვეკვესკირი კი გიორგი აბურჯანიას ნაცვლად გამოვიდა სტადიონზე. 55-ე წუთზე ქართველები შეიძლება ითქვას, რომ მოცოცხლდნენ და უფრო ძლიერად შეუტიეს მოწინააღმდეგეს. მალევე გუნდი გიორგი ჩაკვეტაძის მიერ შესრულებული დუბლით დაწინაურდა, ანგარიშით 3:1. მეოთხე გოლი მონღოლების კარში 70-ე წუთზე ლობჟანიძემ დავითაშვილის ჩაწოდებული პასით გაიტანა. დიდი ანგარიშით წაწია გუნდი 87-ე წუთზე გიორგი ბერიძემ და ანგარიში 5:1 გახდა, თუმცა ეს არ იყო ქართველების მიერ გატანილი ბოლო გოლი მონღოლების კარში. 90-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის შესრულებული გოლით ანგარიში 6:1 დამთავრდა.